საკირეში, დგვარში, ტაძრისსა და დგვირში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან. სოფლების ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურებულია, დაზიანდა გზები, საცხოვრებელი სახლები და ნათესები.
მოიშალა ახლად რეაბილიტირებული დვირის სასმელი წყლის სისტემა. მძიმე მდგომარეობაშია სოფლების დამაკავშირებელი გზის 3 მონაკვეთი, არსებობს საშიშროება, რომ საკირე, ტაძრისი და დგვარი გარესამყაროს საერთოდ მოწყდეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დიმიტრი ბერიძე სტიქიის ზონაში იმყოფება მისი განცხადებით: " დღეს დილით მუნიციპალიტეტში შეიქმნა სპეციალური შტაბი, სოფლებში მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებიან"