25 წლის თურმან ლომსაძე, გუშინ საღამოს, სოფელ დვირში დაიღუპა. ახალგაზრდა მამაკაცი სოფლის ადიდებულ მდინარეში დაიხრჩო. ადიდებულმა საკირულამ დვირში საცხოვრებელი სახლები დატბორა და ეზოების ნაწილი წაიღო.
ძლიერმა წვიმამ ასევე სოფელი დგვარი დააზარალა, მოშლილია გზები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ნათესები. მოსახლეობა ამბობს, რომ ნათესების 80% განადგურებულია. დგვარი მეწყერულ ზონაში მდებარეობს, ადგილობრივი მოსახლეობა სოფლიდან სასწრაფოდ გასახლებას ითხოვს.