ტელეკომპანია "ბორჯომმა" დღეს ექსპერიმენტი ჩაატარა. ქალაქის ქუჩებში ადგილობრივები გამოკითხა. კითხვები საკრებულოს ეხებოდა. გამოკითხულთაგან, მხოლოდ ერთმა იცოდა საკრებულოში დეპუტატთა რაოდენობა, რაც შეეხება მათ ვინაობას ადგილობრივებმა, მხოლოდ რამდენიმე მათგანის სახელი და გვარი გაიხსენეს.