საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის დასვენების დღეები გახანგრძლივდა. როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, უწყება რეკომენდაციას უწევს განათლების სამინისტროს, რომ არსებული შეზღუდვები გაგრძელდეს კიდევ 4 სასწავლო დღე.
გადაწყვეტილება ქვეყანაში ვირუსული მენინგიტის გავრცელებას უკავშირდება.