რეგიონული ტურნეს ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბორჯომში მშენებარე სასტუმროები დაათვალიერა. ირაკლი ღარიბაშვილი ლიკანში სასტუმრო "რიქსოსი ლიკანის" სამშენებლო სამუშაოებით დაინტერესდა. პროექტს საპარტნიორო ფონდი ყაზახურ მხარესთან ერთად ახორციელებს.
პრემიერმა ასევე ბორჯომ-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმრო „ინტერკონტინენტალიც“ დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი მაღალი დონის სასტუმროების მშენებლობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.