წუხელ, გვიან ღამით, დაპირისპირება მოხდა ბორჯომში, სოფელ ჭობისხევში მოსახლეობას, პოლიციას და სატყეოს თანამშრომლებს შორის. ამის მიზეზი სამართალდამცავების მიერ სოფელში აღმოჩენილი უკანონო სახერხი და მისი დემონტაჟი გახდა. დაპირისპირება სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ინციდენტის დეტალები ნახეთ დღეს "დღის ქრონიკის" 20:00 და 22:00 საათიან გამოშვებებში.