დღეს ტრადიციულად ბორჯომელი მრევლი ე.წ "წმ. ნიკოლოზის გზას" გადის. მსვლელობა ბორჯომში ტიმოთესუბნის მონასტრიდან დილით დაიწყო და რამდენიმე საათში წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში დასრულდება. მრევლი 21 კილომეტრიან მონაკვეთს ფეხით გაივლის.
მსვლელობა ბორჯომში ტრადიციულია და ნიკოლოზობამდე ერთი დღით ადრე იმართება.