ყირიმ-კონგოს მწვავე ინფექციური ვირუსით დაინფიცირებული ორი ბორჯომელი ახალგაზრდის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დვირში მცხოვრები ზაზა ნურჯანიანი და ლაშა კურტანიძე სამკურნალოდ თბილისში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით დამაკმაყოფილებელია ზაზა ნურჯანიანის მდგომარეობა, ხოლო 20 წლის ლაშა კურტანიძის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ ყირიმ-კონგოს ცხელებით 2 ბორჯომელი ახალგაზრდა 10 დღის წინ დაინფიცირდა, სავარაუდოდ ვირუსის გადამტანი საქონლის ტკიპაა. მედიკოსების განმარტებით ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე მხოლოთ სისხლით გადადის.