ბორჯომში მწვავე ვირუსული დაავადების ყირიმ-კონგოს ცხელების შემთხვევა დაფიქსირდა. სოფ. დვირში ამ დროისთვის ორი ადამიანია დაინფიცირებული, ორივე მათგანი სამკურნალოდ თბილისშია გადაყვანილი. ინფექცია საქონლის ტკიპის ნაკბენით გავრცელდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში აღნიშნული ვირუსით დაავადების ერთი შემთხვევა გასულ წელს, სოფელ ჭობისხევშიც დაფიქსირდა. დეტალები ნახეთ დღეს "დღის ქრონიკის" 20:00 და 22:00 საათიან გამოშვებებში.