19-21 მაისს, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 17-22 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 22-27 გრადუსი იქნება. პიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, სამი დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე იწვიმებს, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. წვიმების შედეგად შესაძლოა მდინარეების პატარა შესართავებში წყლის დონემ აიწიოს და ადგილი ქონდეს წყალმოვარდნებს
სვეტლანა ნიორაძის თქმით, 22 მაისიდან საქართველოში გამოიდარებს, თუმცა თვის ბოლომდე ცვალებადი, არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება.
წყარო:ინტერპრესნიუსი