"ტაბაწყურის ტბაში თევზი ფაქტიურად აღარ არის" - აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების ტაბაწყურის და მოლითის მცხოვრებლები. სოფლის გადაწყვეტილებით ისინი ტბაში ლიფსიტების გაშვებას დღეს გეგმავენ. ამ სოფლებში მცხოვრებმა ოჯახებმა გარკვეული თანხა შეაგროვეს, ლიფსიტები შეიძინეს და ტბაში თევზის გამრავლებას ასე აპირებენ.
ამ აქციით ადგილობრივები სავარაუდოდ ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას და ტბაში თევზის გადარჩენას ცდილობენ.