ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების სამთო-სათხილამურო კურორტის შექმნაა დაგეგმილი. შესაბამის მემორანდუმს გუშინ მოეწერა ხელი. ,,ჯიარდისი ჯგუფის" პრეზიდენტის თქმით, კურორტის აქტიური მშენებლობა 2015 წელს დაიწყება, რაც სამთო-საკურორტო სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. დოკუმენტის ხელმოწერას საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანი და საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრნენ.