ევროკავშირის ელჩები გუშინ რეგიონული მაუწყებლების ჟურნალისტებს შეხვდნენ. შეხვედრას, რომელშიც რეგიონული ტელევიზიების 20-მდე ჟურნალისტი მონაწილეობდა, ლატვიის, ესტონეთის, უნგრეთისა და პოლონეთის ელჩები ესწრებოდნენ. ტელევიზიების წარმომადგენლებმა, უშუალოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისაგან მოისმინეს იმ პრივილეგიებისა და გამოწვევების შესახებ, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებამ და გაწევრიანების წინა პერიოდმა მოუტანა. ელჩებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტები საინფორმაციო ცენტრს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ესტუმრნენ, სადაც ცენტრის მუშაობას გაეცნენ. ჟურნალისტები ასევე შეხვდნენ ევროკავშირის ელჩს საქართველოში. შეხვედრის ორგანიზება ლატვიის საელჩოს მიერ, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით მოხდა.