ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პრეზენტაციას გამართავს. კვლევაში ასახული იქნება პოლიტიკური რეიტინგები. პრეზენტაცია 12:00 საათზეა დაგეგმილი.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 3,942 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC საქართველო ატარებს.