კოალიცია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომის გამგებლობის კანდიდატი დიმიტრი ყიფიანი იქნება. დღესვე კოალიციამ მუნიციპალიტეტში ყველა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა. კანდიდატები ბორჯომში კოალიციის ლიდერებმა წარადგინეს.
გამგებლობის კანდიდატი დიმიტრი ყიფიანი დღემდე ბორჯომის მუნიციპალიტეტში გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის ასევე "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა.