"ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ სახელისუფლებო პარტია დატოვა და „ლეიბორისტულ პარტიაში“ გაწევრიანდა"- ეს ინფორმაცია დღეს გურია news-მა გაავრცელა, როგორც სააგენტო იუწყება გიორგი გიუაშვილმა პარტიის მანდატი დაჭრა.
როგორც გურია news-ი იუწყება: "გიუაშვილის განცხადებით „როგორც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ვერ აღწევდა ადამიანი სამართალს, იგივე გრძელდება ამ ხელისუფლების პირობებშიც. ის ხალხი ვინც ხუთნომრიანი მაისურებით დარბოდა ახლა „ქართული ოცნების“ სიებშია მოკალათებული, ხოლო ოცნების საარჩევნო სიების ერთი მესამედი დაკომპლექტებულია ე.წ. სუს-ის მიერ“
გიუაშვილის ამ განცხადებას დღესვე ბორჯომის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაცია გამოეხმაურა, პარტიის განცხადებას სააგენტო droanews.ge ავრცელებს
„გიორგი გიუაშვილი არასდროს ყოფილა კოალიციის წევრი, აბსურდია განცხადება, თითქოს სუს-ი აკომპლექტებს კოალიციის საარჩევნო სიებს. გიუაშვილმა გამგებლის მოადგილის თანამდებობა რეორგანიზაციის შედეგად დატოვა“
წყარო: გურია news droanews.ge