ბაკურიანში ძაღლმა 12 წლის მოზარდი დაკბინა
დღეს დაახლოებით 13:00 საათზე დაბა ბაკურიანში, გერმანული ნაგაზის ჯიშის ძაღლმა 12 წლის მოზარდი უბანში, ფეხბურთის თამაშის დროს დაკბინა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ძაღლი უპატრონოა.

მოზარდს ნაკბენი რამდენიმე ადგილას აქვს, იგი გადაყვანილია ბორჯომის ჯეო-ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში, შესაბამისი მკურნალობის და ვაქცინაციის მიზნით. 

როგორც აგდილობრივები ამბობენ, ამ კონკრეტულ ძაღლს ხშირად ხედავენ ქუჩაში,  ცხოველს არ აქვს საყურე ნიშანი და საყელო.

ადგილობრივებმა ძაღლის გადასაყვანად ბორჯომის მუნიციპალიტეტს მიმართეს. თავშესაფარში დასაკვირვებლად ძაღლს სამშაბათს გადაიყვანენ, ამჟამად ცხოველი ბაკურიანში, ერთ-ერთ ოჯახშია შეკედლებული.

მუნიციპალიტეტში  განაცხადეს, რომ ძაღლს შესაბამის სამსახურში 10 დღის განმავლობაში დააკვირდებიან, ჩაუტარდება აცრები, სტერილიზაცია-კასტრაცია. 10 დღის შემდეგ კვლავ ადგილზე, ბაკურიანში დააბრუნებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.