ბაკურიანში სათხილამურო ტრასაზე ცნობილი ქართველი მეწარმე გიორგი ტუხაშვილი დაიღუპა
ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე
დაღუპული ახალგაზრდა, მეწარმე გიორგი ტუხაშვილია.
ინფორმაციას BM.GE ავრცელებს და
წერს, რომ ის წარმატებული ქართული სტარტაპის, Kernel-ის
თანადამფუძნებელი და დირექტორი იყო. ტუხაშვილი წლების განმავლობაში
იკავებდა Startup Grind Tbilisi-ის თანადირექტორის
თანამდებობასაც.
Kernel-ი ქართული სტარტაპია, რომელიც, ძირითადად, ინდოეთში ოპერირებს
და მრავალმილიონიან აუდიტორიას ემსახურება. კომპანიის ძირითად მიზანს
მცირე და საშუალო ბიზნესების დოკუმენტებისა და პროცესების გაციფრულება
წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ ტუხაშვილი გუშინ, 19 ნოემბერს, უბედური შემთხვევისას
დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სათხილამურო ტრასაზე სრიალის დროს
15 წლამდე მოზარდს შეეჯახა. მოზარდი თბილისში გადმოიყვანეს და მის
სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას
გულისხმობს.