რიკოთის მაგისტრალური გზის 27-კილომეტრიანი მონაკვეთი იხსნება
რიკოთის მაგისტრალური გზის 27-კილომეტრიანი მონაკვეთი იხსნება. რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი 4-ზოლიანი მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან იწყება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან მთავრდება.

პროექტი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს - მაგისტრალური გზის ახალი მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით დღეს ღონისძიება გაიმართა, სადაც სიტყვით გამოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი და თქვა, რომ ახალი გზის გახსნა მოქალაქეებს "გადაადგილებას გაუადვილებს", ხოლო გადაზიდვები "გაცილებით უფრო კომფორტული" გახდება.

"ვარ ძალიან გახარებული და ბედნიერი, რომ ასეთი მასშტაბური პროექტის გახსნის ცერემონიაში ვიღებ მონაწილეობას - ყველამ კარგად ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მაგისტრალების, გზების მშენებლობას და განსაკუთრებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის მშენებლობას. დღეის მდგომარეობით, 261 კილომეტრი მაგისტრალი არის გახსნილი.

აქედან, 193 კილომეტრი მაგისტრალი ჩვენი მთავრობის დროს აშენდა და გაიხსნა. ყველაზე რთული, გამოწვევებით აღსავსე მონაკვეთი იყო რიკოთის, რომელიც მიჩნეული იყო და არის ყველაზე რთულ მონაკვეთად, მაგრამ თქვენ უყურებთ, რომ აშენდა 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი და რა თქმა უნდა, გრძელდება ეს პროცესი. ჩვენ დღეს საზეიმოდ გავხსენით 27 კილომეტრი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რიკოთის მაგისტრალური გზა ჯამში 52 კილომეტრი იქნება - სულ შენდება 87 ხიდი და 51 გვირაბი. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, 48 გვირაბი გაჭრილია და 83 ხიდი აშენებულია.


Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.