ახალციხეში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია მიმდინარეობს
ახალციხეში „ქართული ოცნების“
პარტიული კონფერენცია მიმდინარეობს.
სამცხის მაჟორიტარი დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის თქმით,
სამცხე-ჯავახეთში გამართულ პარტიულ კონფერენციებზე ადგილობრივი
ორგანიზაციების თავმჯდომარეებს და ბიუროს წევრებს აირჩევენ.
„სამცხე-ჯავახეთში პარტიული კონფერენციები ორი დღის განმავლობაში
გაიმართება. დღეს გვექნება ახალციხეში, ადიგენსა და ბორჯომში, ხვალ კი
– ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. იქნება განხილვები,
საუბრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნული იქნება ისიც,
რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი გამომდინარეობს
საქართველოს ინტერესებიდან“, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები ქვეყნის მასშტაბით
გრძელდება. კონფერენციები უკვე ჩატარდა აჭარასა და თბილისში.
წყარო: მეცხრე არხი
გააზიარეთ :