90 წლის ქალი და 77 წლის კაცი დაქორწინდნენ – ისინი 7 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს
თურქეთში 90 წლის ქალმა და 77 წლის
კაცმა იქორწინეს, რომლებმაც ერთმანეთი წლების წინ გაიცნეს
საავადმყოფოში.
ხანდაზმული წყვილის ქორწინება მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. თურქული
მედიის ცნობით, ქორწინების ინიციატორი 90 წლის ქალი იყო, სწორედ მან
შესთავაზა ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება 77 წლის შეყვარებულს,
რომელიც 4 შვილის მამაა და წლებია ქვრივია.
მათ ერთმანეთი 7 წლის წინ გაიცნეს, როცა ჯანმრთელობის სხვადასხვა
პრობლემით ერთსა და იმავე კლინიკას მიმართეს. მაშინ ორივე
გამოჯანმრთელდა, თუმცა ურთიერთობა კლინიკიდან გაწერის შემდეგაც
გააგრძელეს და წლების განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს.
ქორწინების ოფიციალურ ცერემონიალზე მოწმეები იმ კლინიკის
თანამშრომლები იყვნენ, სადაც წყვილმა ერთმანეთი გაიცნო.
წყარო: ბათუმელები
გააზიარეთ :