ბორჯომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა
ამ წუთებში, ბორჯომში, ერთ-ერთ
მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ გაზი აფეთქდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა
ლიკანში მოხდა. აფეთქება სავარაუდოდ საცხოვრებელი კორპუსის მეორე
სართულზე მოხდა. ამჟამად, ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა
მობილიზებული და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
ბინაში სავარაუდოდ 75 წლამდე ქალი ცხოვრობდა, ის საავადმყოფოშია
გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე მუშაობს ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები
ჯგუფიც. მომხდარის შესახებ დამატებით სიახლეს მოგვიანებით
შემოგთავაზებთ.