თუ არ იქნება ევროპული პროექტები, რაც ამ დრომდე გავაკეთე, შეიძლება ერთ წამში დავკარგოთ - მანუშაკ მკრტიჩიანი
15:44 / 06.10.2024
მანუშაკ მკრტიჩიანი ნინოწმინდაში, სოფელ ფარავანის სკოლის პედაგოგია.
2 წლის წინ მიხვდა, რომ სკოლაში ნასწავლი ქართული ბავშვებისთვის
საკმარისი არ იყო, ამიტომ სოფლის ძველი, მიტოვებული ბიბლიოთეკა
მოსწავლეების, მათი მშობლების და ოჯახის წევრების დახმარებით
მოაწესრიგა და ქართული ენის არაფორმალური სწავლება დაიწყო.
მანუშაკის ენთუზიაზმი საერთაშორისო ფონდებმაც შენიშნეს და ბოლო ერთი
წლის განმავლობაში არაერთი დაფინანსება მოიპოვა.
ადგილობრივი ქალების და ახალგაზრდების გასაძლიერებლად, ენობრივი
უნარების ასამაღლებლად არაერთი პროექტი განახორციელა.
„თუ არ იქნება ევროპული პროექტები, რაც ამ დრომდე გავაკეთე, შეიძლება
ერთ წამში დავკარგო. შეიძლება დასრულდეს ოცნებები და გეგმები, ვერ
ვიტყვი, რომ ბევრ რამეს ვაკეთებ, მაგრამ ასე არ უნდა იყოს, არ უნდა
დავკარგოთ რაც მოვიპოვეთ“- ამბობს მანუშაკი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.