ახალი ამბები
„წართმეული ქართველობა?“ - რას „გვართმევენ“ და როგორ გვეხმარებიან საერთაშორისო ფონდები





ფერმერი ალუდა ჯვარიძე ასპინძიდან, გიდი - ალექსი გრიგალაშვილი ახალციხიდან და ზრდასრულთა განათლების ცენტრისკოორდინატორი - ლიოლა რაისიანი ახალქალაქიდან გვიყვებიან, როგორ „მუშაობს“ რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციებზე და ევროპაზე გავრცელებულ დეზინფორმაცია , რა გავლენას ახდენს ადამიანებზე, რომლებიც ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან და რეალურად რას ცვლის საერთაშორისო დაფინანსება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის.

როდესაც ევროპაზე ვსაუბრობთ ხალხში არის შფოთვა, რომ დავკარგავთ კულტურულ მემკვიდრეობას, ეკლესიებს და ა.შ - ეს არის დეზინფორმაცია და რეალურად ევროპა გვეხმარება. ძალიან ბევრი სიკეთე ვნახეთ.“ - უყვება ტელეკომპანია „ბორჯომს“ლიოლია რაისიანი, ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრის პროექტების კოორდინატორი.

ზრდასრულთა განათლების ცენტრი ახალქალაქში ძირითადად საერთაშორისო ფონდების მიერ ფინანსდება. ცენტრში სხვადასხვა ასაკის ადამიანები დადიან. ზრდასრულთა ცენტრის მსგავსად სამცხე-ჯავახეთში არაერთი ორგანიზაციაა, რომლებიც ევროპული და ამერიკული დაფინანსებით მუშაობენ.

„ზრდასრულთა განათლების ცენტრში გვაქვს ევროპული პროექტები და ახალგაზრდებს და ზრდასრულებს ვასწავლით ქარგვას, ჭრა-კერვას, ხალიჩების ქსოვას. ხდება ძველი ორნამენტების აღდგენა.“ - ამბობს ლიოლია რაისიანი.

ალექსი გრიგალაშვილი ბოლო 5 წელია რეგიონში ტურიზმის სფეროში მოღვაწეობს და ადგილობრივ თუ უცხოელ ვიზიტორებს გიდობას უწევს.

„ხალხი სამწუხაროდ იჯერებს იმას, რომ ჩვენ ქართველობას ვკარგავთ დასავლეთთან ურთიერთობით. ძალიან მტკივნეულია, ის რომ დიდ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ გარყვნილება ევროპიდან შემოდის. ყურმოკვრით, რომ ვიცოდე შეიძლება არ დავიჯერო, პირადად მაქვს ის პროექტები ნანახი, რაც საერთაშორისო დაფინანსებით გაკეთდა. ტაძრებამდე მისასვლელი გზები, ეკლესიების გადახურვა, კონსერვაცია, თუნდაც იუნესკოს ზრუნვა ქართულ ძეგლებზე. ვისაც კარგი უნდა ჩვენი ქვეყნისთვის,იმან არ უნდა თქვას უარი ევროპაზე“ - ამბობს ალექსი გრიგალაშვილი.

რეგიონში ალუდა ჯვარიძეს ყველა იცნობს. სამცხე-ჯავახეთის სტუმრები, ერთ დღეს მის ოდაში აუცილებლად ატარებენ. ახალგაზრდა ფერმერმა ჭობარეთში ისტორიული მესხური ოდა აღადგინა და ასპინძაში ერთ-ერთ საინტერესო ტურისტულ ლოკაციად აქცია. ასევე აღადგინა მესხური ტენილი ყველის წარმოება.

„ევროპული ფონდებიდან დავფინანსდით, ტენილი ყველის საწარმო გავაკეთეთ, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, თუ არ დაიკარგება და იქნება ჩვენს კუთხეში, შესაბამისად მოხდება მისი შენარჩუნება. ასევე აღვადგინეთ ძველი მესხური ოდა.“ - ამბობს ალუდა ჯვარიძე.


 

"ევროკავშირს აქვს ძალიან კარგი პროგრამა, რომელიც აფინანსებს კულტურულ პროექტებს. არტგენი ხომ მოგვწონს? - პირდაპირ ევროკავშირის დაფინანსებულია. ევროპა ნოსტრა, რომელიც საქართველოში დიდი ხანია მუშაობს, ორიენტირებულია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე. ვარძიის რესტავრაციაც ევროპა ნოსტრას დამსახურებაა. რომ არა საერთაშორისო ფონდები, ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნახევარსაც ვერ გადავარჩენდით. ჩვენი ბიუჯეტი ვერ მოერეოდა ამას." - გვიყვება სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორი ცირა მესხიშვილი.
ცირა ვიდეო




ტელეკომპანია „ბორჯომი“ დაინტერესდა, რა პროექტები ხორციელდება სამცხე-ჯავახეთში, კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების მიზნით, საერთაშორისო ფონდების დახმარებით. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილით მივმართეთ, 6 აგვისტოს გაგზავნილ წერილზე, პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.როგორც ჩანს სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ აღნიშნული ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაზიარება მნიშვნელოვანი არ არის.

Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.