ევროპა ჩვენში
საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული-ევროპული საბჭო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული.

„პრეზიდენტი მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელში 2023 წლის 1 სექტემბერს შეხვდა. ლიდერებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს ისევე, როგორც რეგიონში მიმდინარე უფრო ფართო მოვლენები და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგი საქართველოსთვისა და სამხრეთ კავკასიისთვის. პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული. მან გაიმეორა ევროკავშირის ერთგულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს თავის ევროპულ გზაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის საჭიროებას კიდევ უფრო გააღრმავოს რეფორმები, განსაკუთრებით სამართლის, დეოლიგარქიზაციის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მედიაპლურალიზმის მიმართულებით, რომლებიც ახლა არსებითი მნიშვნელობისაა. დეპოლარიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის მშენებლობა ასევე პრიორიტეტული მნიშვნელობისაა.

პრეზიდენტი მიშელი ქებით შეხვდა საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს ევროპული პერსპექტივის პროგრესისადმი პირად ერთგულებას. განსაკუთრებით დაფასდა ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგზე მისი ძლიერი პოლიტიკური ფოკუსი და მისი როლი საკანონმდებლო განხილვებში, პიროვნების შეწყალების უფლების გამოყენებაში, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას. პრეზიდენტმა მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს მდგრადობის გაზრდის ერთგული“,
- წერია ევროპული საბჭოს განცხადებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.