ევროპა ჩვენში
„ევროპის გუნდი“ საქართველოში განვითარებაზე ორიენტირებული ორი მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებას იწყებს
საქართველოში ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლობებმა გამოაცხადეს „ევროპის გუნდის“ მიერ ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ორი ახალი ინიციატივის განხორციელების დაწყების შესახებ. ერთი ინიციატივა მიმართულია “დაბალანსებულ ტერიტორიულ განვითარებაზე”, ხოლო მეორე ინიციატივის სახელწოდებაა “მწვანე და ჯანსაღი”.

ღონისძიება ჩატარდა არაგვში, ადგილობრივი ფესტივალის მსვლელობისას, რომელსაც საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო და ადგილობრივი განვითარების ჯგუფი მასპინძლობდნენ. ღონისძიებაზე დასასწრებად არაგვში ჩავიდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები, აგრეთვე ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ „ევროპის გუნდის“ ელჩები, აგრეთვე ნინო თანდილაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე და მანანა ნარიმანიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი.

ღონისძიების გახსნისას პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა, განაცხადა: „ევროპის გუნდის“ მიდგომა აერთიანებს ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და ევროპულ საფინანსო ინსტიტუტებს ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მოქალაქეებისათვის უკეთესი შედეგებისა და მეტი ხელშესახები სარგებლის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დღეს ვიწყებთ ორ ახალ ინიციატივას, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს მოქალაქეებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და მწვანე და ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფას“.


„გულწრფელად მიხარია, რომ ჩეხეთი 2018 წლიდან მხარს უჭერს ამ ულამაზეს რეგიონს კომპლექსური პროექტის „არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარება“ საშუალებით. ავსტრიისა და სლოვაკეთის თანადაფინანსებით, ჩვენ ვეხმარებით არაგვის რეგიონს, მდგრადი გზით გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი, კარგად დაიცვას ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა, გარდა ამისა, ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივი მოსახლეობას და ვაუმჯობესებთ მათ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს“, - აღნიშნა პეტრ მიკისკამ, ჩეხეთის ელჩმა.


„ავსტრია „ევროპის გუნდის“ აქტიური წევრი და „ევროპის გუნდის“ ინიციატივის „დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება“ თანათავმჯდომარეა. განვითარებაზე ორიენტირებული ჩვენი თანამშრომლობის მთავარი პრინციპია „ერთად უკეთესია“. ამის კარგი მაგალითია ჩვენი პარტნიორობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ჩეხეთსა და სლოვაკეთთან, არაგვის დაცული ტერიტორიების მხარდასაჭერად. ამ ერთობლივი მხარდაჭერის წარმატება გვაძლევს სტიმულს, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის საქართველოს სხვა მთიან რეგიონებშიც“, - განაცხადა თომას მიულმანმა, ავსტრიის ელჩმა.


დაწყებულ ორ ინიციატივას „ევროპის გუნდი“ მომდევნო წლებში ერთობლივი ძალისხმევით განახორციელებს.



„ევროპის გუნდის“ შესახებ


„ევროპის გუნდი“, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა, როგორც კოვიდ-19-ის პანდემიაზე ევროკავშირის ერთობლივი რეაგირების ინსტრუმენტი, გარდაიქმნა ინიციატივების სერიად, რომლებიც მიზნად ისახავენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნებისა და ევროპული საფინანსო ინსტიტუტების ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებას და მიმართვას პარტნიორ ქვეყნებში ტრანსფორმაციული გავლენის უზრუნველსაყოფად.

2023 წელს „ევროპის გუნდი“ საქართველოში ორი მასშტაბური ინიციატივის განხორციელებას იწყებს:

1. “დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება”, რომლის მიზანია ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებლებს შორის არსებული განსხვავების შემცირება და ქვეყნის ყველა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხ. საინფორმაციო ბიულეტენი, რომლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია აქედან.


2. “მწვანე და ჯანსაღი”, რომლის მიზანია საქართველოს ბუნების დაცვა, ნარჩენების მართვის სერვისების გაუმჯობესება და მუნიციპალიტეტების „გამწვანება“ საქართველოში მცხოვრები ადამიანებისათვის უკეთესი და ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხ. საინფორმაციო ბიულეტენი, რომლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია აქედან.




Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.