ევროპა ჩვენში
რა არის ევროკავშირის ღირებულებები
ადამიანის ღირსების პატივისცემა, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების მათ შორის, უმცირესობათა უფლებების დაცვა, პლურალიზმი, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, შემწყნარებლობა, სამართლიანობა, სოლიდარობა, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა. ეს არის ევროკავშირის ღირებულებები, რომლებზეც არის დაფუძნებული ორგანიზაცია.
გარდა ამისა, ხელშეკრულებაში აღნიშნულია წევრი სახელმწიფოების ეროვნული იდენტობის პატივისცემის აუცილებლობა. მე-6 მუხლი კი, ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიის სავალდებულო ძალას აღიარებს.

ევროკავშირი მიზნად ისახავს მშვიდობას, კავშირის ღირებულებებისა და წევრი სახელმწიფოების ხალხთა კეთილდღეობის ხელშეწყობას. ხელშეკრულების თანახმად, კეთილდღეობა გულისხმობს: ეკონომიკის ზრდას, ფასების სტაბილურობას, სოციალურ საბაზრო ეკონომიკას, შიდა ბაზრის შექმნას, გარემოს დაცვას, სოციალური სამართლიანობისა და კულტურული მრავალფეროვნების უზრუნველყოფას, ასევე, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სივრცის შექმნას და ა. შ.


წყარო: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.





ვიდეო მომზადებულია: CSRDG საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ.

Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.