კორონავირუსით დაინფიცირებულებიდან 6 ერთი ოჯახის წევრია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან
გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 5
ადამიანი იმ 44 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები არიან, რომელსაც
ინფექცია დღეს დაუდგინდა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ყველა მათგანი იტალიაში იმყოფებოდა.
„44 წლის მამაკაცთან დაკავშირებული ზოგიერთი კონტაქტი შეფასებული
იქნა, როგორც შესაძლო შემთხვევა. მათგან აღებული იყო ნიმუშები და
გადაგზავნილი შესამოწმებლად. აღებული ნიმუშებიდან 5 აღმოჩნდა
დადებითი. ეს გახლავთ ერთი კლასტერი, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული
შემთხვევები, ოჯახური შემთხვევები, ყველა გახლდა იტალიაში და
დაბრუნდნენ საქართველოში“ - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე
ინფორმაციით, დღევანდელი საღამოს მონაცემებით, საქართველოში
კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა.