covid-19
"ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო ფულია" - ამირან გამყრელიძე

ერთ-ერთი წყარო გავრცელებისა გახლავთ ფული, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ანგარიშსწორებები ელექტრონული იყოს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის რეკომენდაციით, სასურველია ნაღდი ფულის მოხმარების შემდეგ აუცილებლად დავიმუშაოთ ხელები სადეზინფექციო საშუალებებით.

„დღეს მინდა, მოვუწოდო ბანკებს და განსაკუთრებით იმ ბანკებს, ვინც არიგებენ ნაღდი ფულით პენსიებს. ზოგადად მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, ამ პერიოდში ეს ჩვენთვის შესაძლებელია ნაკლებად დამაზიანებელია იმიტომ, რომ ჩვენ შიდა გავრცელება არ გვაქვს. ამ მეთოდს იყენებდა ჩინეთი, მაგრამ რაც უფრო ადრე გამოვიყენებთ ამ ტიპის პრევენციულ ღონისძიებებს, მით უფრო დავიცავთ თავს. რას ნიშნავს ეს? ჩინეთი ამ პერიოდში მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე,ანუ, ყველა ანგარიშსწორება ხდება იქ ელექტრონულად. ჩვენთანაც უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული, მაგრამ იქ, სადაც აუცილებელია ნაღდი ფული, სასურველია, ნაღდი ფულის გამოყენების შემდეგ, მაქსიმალურად დავიმუშაოთ ხელები“- განაცხადა ამირან გამრელიძემ.

ამასთანავე, მან რეკომენდაციით მიმართა ბანკებსაც, რომ ყველა ფილიალში მოაწყონ ხელის სადეზინფექციო კუთხე, სადაც განთავსებული იქნება დეზინფექტორები.

„მინდა, მივმართო ამასთან დაკავშირებით ბანკებს. სასურველია და ბანკებს აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ყველა ფილიალში, ბანკის ყველა განყოფილებებში იყოს ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო სივრცეები და შესაბამისად, იქ იდგეს დეზინფექტორები, სადაც ადამიანი, ვინც შედის და გამოდის ბანკიდან, მით უმეტეს თუ აქვთ შეხება ფულთან, ჰქონდეთ საშუალება ხელის დამუშავების. ეს აუცილებელია თვითონ ბანკის თანამშრომლებისთვის, ვინც გასცემენ ნაღდი ფულით თანხას და ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვინც იღებენ ნაღდ ფულს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის იმ ბანკებს, რომლებიც პენსიებს გასცემენ მიმართა, რომ თუ შესაძლებელია პენსიები ელექტრონულად გასცენ, რათა ნაღდი ფულის გამოყენებას თავი აარიდონ.

„ამავე დროს, განსაკუთრებით თავშეყრა არის, როდესაც პენსიების გაცემა ხდება და მინდა ვთხოვო იმ ბანკებს, რომლებიც გასცემენ პენსიას, რომ ხელი შევუწყოთ ადამიანებს, რომ იქნებ გაცემა იყოს ელექტრონულად და თუ ამის საშუალება არ არის და ადამიანს არ უნდა, მაშინ პენსიონერებს შევუქმნათ შესაბამისი შესაძლებლობა, რომ მათ ფულის აღების შემდეგ ან მანამდე ზოგადი ჰიგიენური წესები დაიცვან და ამავე დროს თუ შესაძლებელია, რომ თავი ავარიდოთ დიდ თავშეყრასა და დიდ რიგებს ამ დროს“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა.

შეგახსენებთ,რომ საკარანტინო ზონებში 150-მდე ადამიანი იმყოფება, საავადმყოფოებში კი კორონავირუსის სიმპტომებით 41 პაციენტია მოთავსებული.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.