6-12 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის მონაცემებით, 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში
კორონავირუსით ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,
გარდაიცვალა 3 პაციენტი.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 546 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 100 232 კვლევა ტესტით, მათ შორის 92 556
კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 676 PCR ტესტით.
უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2
შტამი.