სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი ერთ ადამიანს დაუდასტურდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო
24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 342 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 653 460-ს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 794 პირი
ემსხვერპლა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 161 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 474-მდე.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 აპრილის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
1.36% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.18%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 342 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 160 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 38,
ქვემო ქართლი -22, შიდა ქართლი - 26, გურია - 27, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 20, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი - 1,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 166 საიდანაც,
336 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. რეანიმაციულ განყოფილებაში
მკურნალობს 73 პირი. 1 830 მოქალაქე ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.