სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 17 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 578 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 650
008-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 389 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 629 032-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 761 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 219 შემთხვევა, აჭარა - 12, იმერეთი - 80,
ქვემო ქართლი - 39, შიდა ქართლი - 28, გურია - 31, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 54, კახეთი - 53, მცხეთა-მთიანეთი -23, სამცხე-ჯავახეთი -
17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.