სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 7 შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით,
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ჩატარდა 22 788 კვლევა ტესტით, მათ
შორის 20 485 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 303 PCR ტესტით.
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 407 ახალი დადასტურებული
შემთხვევა:
თბილისი-194,
აჭარა - 15,
იმერეთი - 49,
ქვემო ქართლი - 19,
შიდა ქართლი - 13,
გურია - 32,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32,
კახეთი - 28,
მცხეთა-მთიანეთი -9,
სამცხე-ჯავახეთი -7,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.
გარდაიცვალა 3 პაციენტი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 5 583.