საქართველოში კოვიდინფიცირებულთა დღიური ჰოსპიტალიზაცია შემცირდა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,
ქვეყანაში Covid 19-ით ინფიცირებულ პირთა დღიური ჰოსპიტალიზაციის
მაჩვენებელი თებერვლის თვესთან შედარებით მარტში 12-ჯერ
შემცირდა.
17 მარტის მდგომარეობით ჰისპიტალში მკურნალობას 993 პაციენტი გადის,
შესაბამისად შემცირებულია კლინიკების დატვირთვაც.
რეანიმაციულ და თერაპიულ განყოფილებაში ჰოსპიტალიზებულ პირთა
რაოდენობა შემცირებულია, როგორც ზრდასრულ ისე პედიატრიული ასაკის
პაციენტებში.
თებერვლის თვესთან შედარებით შემცირებულია Covid-19-ით ყოველდღიური
ინფიცირების და ლეტალობის შემთხვევებიც.
Covid 19-ის მართვაში ჩართული კლინიკები კვლავ განაგრძობენ
პაციენტებისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების
მიწოდებას.