covid-19
„თაფლობის თვე აქვს ახლა პანდემიას" - ივანე ჩხაიძე
ასე ეძახიან, „თაფლობის თვე“ აქვს ახლა პანდემიას. მართლაც ასეა, შემთხვევები ნაკლებია, ყველაფერი შემცირებისკენ მიდის ისევე, როგორც საქართველოში, თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი მუტაციის გაჩენის რისკი დაბალია, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ  განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა, რისკი არსებობს.

„რისკი კვლავ მაღალი რჩება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია და მოსახლეობის რაოდენობა ძალიან დიდია“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომლის შესახებ ინფორმაცია წინა კვირის ოთშაბათს გაავრცელა ჯანმრთელობის მსოფლიო ორაგანიზაციამ, დღეისთვის გარკვეულწილად უნიკალურია, რადგან ის ჰიბრიდული ვარიანტია.

„ეს იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის ამ მუტაციას ერთდროულად გააჩნია, როგორც „დელტა“, ისე „ომიკრონის“ ვარიანტის ელემენტები. როდესაც კორონავირუსის პანდემიის ტალღა გამოწვეულია ერთი ვარიანტით და მეორე ვარიანტში გადადის, მაშინ დიდია შესაძლებლობა, რომ ერთი და იგივე ადამიანს ჰქონდეს ორი სხვადასხვა ტიპის ვირუსი. თუ საქართველოს რეალობაზე გადმოვიტანთ, ქვეყანაში იანვარში ცირკულირებდა როგორც კორონავირუსის „დელტა“ მუტაცია, ისე „ომიკრონიც“. ასე რომ სავსებით შესაძლებელია, საქართველოში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ერთდროულად ჰქონდათ ორი ვირუსის მუტაციის შედეგად მიღებული ვარიანტი. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ეს მოსალოდნელი ვირუსია თავისი ბუნებით“,-განაცხადა ჩხაიძემ.

მის თქმით, ჯერჯერობით პასუხგაუცემელია კითხვა, შეიძლება თუ არა ეს ვირუსი ისეთი დომინანტური და ისეთი მძიმე დაავადების გამომწვევი გახდეს, როგორც მაგალითად, „დელტა“.

„თუ შევაფასებთ, რომ ახალ ჰიბრიდულ ვარიანტს ორი სხვადასხვა მუტაციის ელემენტები აქვს წამოღებული, მოსალოდნელია, რომ ის იყოს უფრო სწრაფად გადამდები, უფრო მძიმე და ვაქცინებს წინააღმდეგობა უფრო მეტად გაუწიოს, თუმცა, ასე არ არის. დღეს ვერ ნახავთ ვერც ერთი ექსპერტის მოსაზრებას, რომელიც „დელტაკრონს“ აფასებს, როგორც პოტენციურად შეშფოთების კატეგორიის მქონე ვირუსს, რომელსაც საზოგადოებივი ჯამრთელობისთვის სერიოზული საფრთხის შექმნა შეუძლია“,-განაცხადა ჩხაიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.