კოვიდინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევა საქართველოში
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო
24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 099 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 638 790-ს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 595 პირი
ემსხვერპლა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 800 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა
რაოდენობა გაიზარდა 1 591 180-მდე.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 მარტის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
12.39% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.41%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 494 შემთხვევა, აჭარა - 46, იმერეთი - 154,
ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 79, გურია - 65, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 82, კახეთი - 87, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი -
10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 989 საიდანაც,
1068 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. რეანიმაციულ განყოფილებაში
მკურნალობს 306 პაციენტი. 29 921 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს
გადის საცხოვრებელ ბინაზე.