კორონავირუსის 823 ახალი შემთხვევა საქართველოში
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო
24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 823 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 635 509-ს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 554 პირი
ემსხვერპლა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 445 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა
რაოდენობა გაიზარდა 1 585 885-მდე.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 მარტის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
15.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 12.69%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 823 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 440 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 121,
ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 47, გურია - 45, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 47, კახეთი - 51, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი -
10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 044-ია
საიდანაც, 1 443 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში. რეანიმაციულ
განყოფილებაში მკურნალობს 403 პირი. 31 601 ადამიანი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.