ქვეყანაში და რეგიონებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო
24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 365 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 620 639-ს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 306 პირი
ემსხვერპლა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 790 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 539 413-მდე.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 მარტის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 14.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
22.6% ხოლო 7 დღის მანძილზე - 18.07%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 365 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 702 შემთხვევა, აჭარა - 63, იმერეთი - 193,
ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 72, გურია - 62, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 63, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი -
17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 64 894-ია,
საიდანაც, 2 913 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 708 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 245
პაციენტია. 61 981 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.