სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი 63 პირს დაუდასტურდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო
24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 840 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 616 159-ს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 231 პირი
ემსხვერპლა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 692 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 517 856-მდე.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მარტის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 19.13%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
24.39% ხოლო 7 დღის მანძილზე - 19.67%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 840 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 743 შემთხვევა, აჭარა - 167, იმერეთი - 446,
ქვემო ქართლი -192, შიდა ქართლი - 256, გურია - 153, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 296, კახეთი - 390, მცხეთა-მთიანეთი - 94, სამცხე-ჯავახეთი
- 63, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 82 046-ია
საიდანაც, 3 424 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია
772 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 247 პირი. 78 622
პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.