ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 847 ახალი დადასტურებული შემთხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის
მასშტაბით ჩატარდა 37 226 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 213 კვლევა
ანტიგენის ტესტით და 12 013 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 6 847 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 612 319.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 003 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 513 164.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 199 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 847 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 759 შემთხვევა, აჭარა - 362, იმერეთი - 1
226, ქვემო ქართლი -286, შიდა ქართლი - 446, გურია - 321, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 506, კახეთი - 542, მცხეთა-მთიანეთი - 174,
სამცხე-ჯავახეთი - 140, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
85.
გააზიარეთ :