სამცხე-ჯავახეთში კოვიდინფიცირების 208 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო
24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 10 230 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 575 999.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 981 პირი
ემსხვერპლა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 223 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა
რაოდენობა გაიზარდა 1 429 763.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
29.89% ხოლო 7 დღის მანძილზე - 27.73%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 10 230 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 4 305 შემთხვევა, აჭარა - 523, იმერეთი - 1
662, ქვემო ქართლი - 541, შიდა ქართლი - 638, გურია - 424, სამეგრელო
- ზემო სვანეთი - 779, კახეთი - 842, მცხეთა-მთიანეთი - 218,
სამცხე-ჯავახეთი - 208, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 90.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 130 229-ია. მძიმე
პაციენტია 1 156 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278
ადამიანი. 835 პირი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 124 142 პირი
ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე
სივრცეებში მოთავსებულია 7 ადამიანი.