კორონავირუსის 12 101 ახალი შემთხვევა საქართველოში
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 12 101 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 565 769.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 933 პირი
ემსხვერპლა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 764 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 422 540.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
30.65% ხოლო 7 დღის მანძილზე - 28.55%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 12 101 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 5 269 შემთხვევა, აჭარა - 659,
იმერეთი - 1 935, ქვემო ქართლი - 578, შიდა ქართლი - 918, გურია -
471, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 801, კახეთი - 795, მცხეთა-მთიანეთი
- 340, სამცხე-ჯავახეთი - 199, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
136.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 127 270-ია,
საიდანაც 5 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 1 230 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289
ადამიანი. 860 მოქალაქეა მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 121 052
პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 7 ადამიანი.