სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი 199 პირს დაუდასტურდა
საქართველოში, გასული დღე-ღამის
განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 42
პაციენტი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში
ჩატარებული 48 595 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით
ინფიცირების 14 405 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 24 409.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 14 405 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 7 040 შემთხვევა, აჭარა - 825,
იმერეთი - 2 014, ქვემო ქართლი - 734, შიდა ქართლი - 841, გურია -
565, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 902, კახეთი - 948, მცხეთა-მთიანეთი
- 261, სამცხე-ჯავახეთი - 199, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
76.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 161 827-ია,
საიდანაც 5 818 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 1 255 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294
პაციენტი. 1 013 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 154
996 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 16 ადამიანი.