covid-19
სამსახურში კოვიდის დადასტურების ცნობის წარდგენა საკმარისი ხდება
Covid-პაციენტისთვის სამსახურში ცნობის წარდგენის წესი შეიცვალა. COVID-19-ით ინფიცირებულმა პაციენტებმა, რომლებსაც არ დასჭირდათ ხანგრძლივი სამედიცინო მეთვალყურეობა და მათი იზოლაციის ვადა შემოიფარგლა 7-8 დღით, სამუშაო ადგილზე, ექიმისგან გამოწერილი საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად შესაძლებელია წარადგინონ სწრაფი ან PCR ტესტის დადებითი პასუხი, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამსახურში წარსადგენი დოკუმენტის მიღება შესაძლებელია ტესტირების ჩატარების ადგილზე ან Georgia E-health-ის აპლიკაციით.


"აღნიშნული ცნობის წარდგენის შემთხვევაში, მიმდინარე წლის 4 თებერვლამდე ინფიცირებული პირებისთვის, შრომისუუნარობის ვადად 8 კალენდარული დღე ითვლება, 4 თებერვლის შემდეგ კი - 7. გამონაკლისს წარმოადგენს სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებების (სამედიცინო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვისა, ფინანსთა სამინისტროები და მათი სისტემები, პროკურატურა, უსაფრთხოების სამსახური) თანამშრომლები, ტესტის დადებითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში მათთვის შრომისუუნარობის ვადა განისაზღვრება კარანტინისა და იზოლაციის ახალი წესების მიხედვით, ამასთან, არ აღემატება 7 კალენდარულ დღეს", - აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ცვლილება უკვე ამოქმედდა და ნებისმიერ, კერძო, თუ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს ეხება.

იმისთვის, რომ ინფიცირების პერიოდი ადამიანებს არასამუშაო დროდ ჩათვლოდათ, აუცილებელი იყო ექიმის მიერ გამოწერილი სამედიცინო ცნობა წარედგინათ დამსაქმებლებთან.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 496 156 შემთხვევა.






Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.