15 315 ქვეყანაში, 235 სამცხე-ჯავახეთში - 16 თებერვლის კოვიდსტატისტიკა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო
24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 315 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 496 156.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 683 პირი
ემსხვერპლა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 50 058 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 794 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 18 264 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 894 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 300 062.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.59%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
32.02% ხოლო 7 დღის მანძილზე - 31.51%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 315 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 7 055 შემთხვევა, აჭარა - 960,
იმერეთი - 2 233, ქვემო ქართლი - 907, შიდა ქართლი - 834, გურია -
470, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 131, კახეთი - 1 118,
მცხეთა-მთიანეთი - 286, სამცხე-ჯავახეთი - 235, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო
სვანეთი - 86.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 180 385-ია,
საიდანაც 5 974 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 1 309 პირი. 1 261 ადამიანი მოთავსებულია
კლინიკურ-სასტუმროებში. 173 150 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10
ადამიანი.