covid-19
"გადავდივართ „ომიკრონის“ ტალღის პიკს და ვფიქრობთ, რომ ამ კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობის კლება უნდა გვქონდეს"-ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის კლება უნდა მოხდეს.

„ბოლო დღეების ეპიდსიტუაციის მაჩვენებლები - განსაკუთრებით რეპროდუქციის ინდექსი, ასევე ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე და სხვა დადებითობის მაჩვენებლები იკლებს. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ ჩვენ გადავდივართ „ომიკრონის“ ტალღის პიკს და ვფიქრობთ, რომ ამ კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობის კლება უნდა გვქონდეს. თუმცა, შესაძლებელია ეს გახანგრძლივდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე მიზეზის გამო. დღეს ქვეყანაში 95% "ომიკრონია", ერთეულ შემთხვევებში გვაქვს "დელტა", ან სხვა შტამები. "ომიკრონის ქვეშტამებიდან დომინანტურია მისი მეორე შტამი - BA 2, ის შედარებით მეტი გადამდებლობით ხასიათდება, მაგრამ აგრესიულობა მომატებული არ არის. ზოგადად, "ომიკრონისთვის დამახასიათებელ თვისებად გამოვლინდა, რომ კლინიკურად შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, მაგრამ რადგან მოკლე პერიოდში დიდი რაოდენობით ადამიანების ინფიცირება ხდება, ამას კუმულაციური ეფექტი აქვს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.