კოვიდინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევა საქართველოში - 307 სამცხე-ჯავახეთში
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 20 326 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 438 353.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 65 829 კვლევა ტესტით, მათ შორის 40 367 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 25 462 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 57 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 516 პირი
ემსხვერპლა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 48 468
პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 226
619.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.88%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
31.06% ხოლო 7 დღის მანძილზე - 33.18%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 20 326 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 9 535 შემთხვევა, აჭარა - 1 488, იმერეთი - 3
269, ქვემო ქართლი - 1 145, შიდა ქართლი -1 079, გურია - 572,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 337, კახეთი - 1 127, მცხეთა-მთიანეთი -
370, სამცხე-ჯავახეთი - 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 97.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 196 192-ია,
საიდანაც 6 100 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე
მძიმედაა 1 261 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278
ადამიანი. 1 758 პირი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 188 334
მოქალაქე მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე
სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი.