სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი 371 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 19 968 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 418 027.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 64 187 კვლევა ტესტით, მათ შორის 39 833
კვლევა ანტიგენის ტესტით და 34 354 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 459 პირი
ემსხვერპლა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 23 675 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 178 151.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
30.24% ხოლო 7 დღის მანძილზე - 33.04%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 9 493 შემთხვევა, აჭარა - 1 654, იმერეთი - 2
760, ქვემო ქართლი - 980, შიდა ქართლი -1 184, გურია - 580, სამეგრელო
- ზემო სვანეთი - 1 327, კახეთი - 1 110, მცხეთა-მთიანეთი - 410,
სამცხე-ჯავახეთი - 371, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 99.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 224 391-ია,
საიდანაც: 6 098 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 869 პირი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 216 424 ადამიანი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში
მოთავსებულია 41 პირი.