ბოლო ერთ თვეში ბორჯომში კოვიდტესტირებაზე მიმართვიანობამ იმატა
ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო
ცენტრში, დღის განმავლობაში დაახლოებით 300-350 სწრაფი, ხოლო 200-მდე
PCR ტესტი კეთდება.
მიმართვიანობის მაჩვენებელი ბოლო
ერთი თვის განმავლობაშია გაზრდილი. მიზეზად ცენტრის დირექტორი ირაკლი
დიასამიძე, ვირუსის ახალ შტამს და გავრცელების სწრაფ ტემპს
ასახელებს.
რაც შეეხება ვაქცინაციას. აცრის მსურველთა რაოდენობა სამედიცინო
ცენტრში შემცირებულია.
"ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში აცრის
პროცესი სამი ვაქცინით: ფაიზერით, სინოფარმით და სინოვაკით
მიმდინარეობს. კეთდება ბუსტერ დოზაც ნებისმიერი ვაქცინით. იმუნიზაცია
ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა არის შესაძლებელი. ვაქცინაციის ტემპი
შემცირებულია. რამდენიმე ადამიანი იცრება დღის განმავლობაში. რაც
შეეხება კლინიკაში სტაციონარიზაციის მდგომარეობას, ამ მხრივაც
განახევრებულია პაციენტთა რაოდენობა, ბოლო შტამიდან გამომდინარე.
დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 10 საწოლია თავისუფალი"
- აცხადებს ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას ირაკლი
დიასამიძე.