,,არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე"- 122 განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“კორონავირუსის
შემთხვევის მატებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„112-ში, 24 საათის განმავლობაში, 35%-ამდე არამიზნობრივი და
საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის
პროცესს.
გთხოვთ, გამოიჩინეთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და
არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე".
გადაუდებელი შემთხვევისას, შეუფერხებლად დაკავშირებისთვის 112 დაიყო
სამ არხად:
112- სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება
112 1 - პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური
112-2 -Covid -19
Covid-19-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში
მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 112-2-ზე ან დარეგისტრირდეს პორტალზე:
https://er.moh.gov.ge/
112-ის მიერ, Covid-19 დადასტურებული შემთხვევები შემდგომი
მონიტორინგისთვის გადაეცემა ოჯახის ექიმებს.
თუ 48 საათის განმავლობაში არ დაგიკავშირდათ ოჯახის ექიმი შეგიძლიათ
დარეკოთ ცენტრალური ონლაინ კლინიკის ცხელ ხაზზე - 1522, ხოლო კერძო
დაზღვევის შემთხვევაში თქვენი სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე", -
აღნიშნულია განცხადებაში.